GASA

მიწოდების პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე მომსახურების მიწოდების პოლიტიკა (შემდგომში — „მიწოდების პოლიტიკა“) განსაზღვრავს სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (შემდგომში — „GASA“ ან „კომპანია“) მეშვეობით შეძენილ მომსახურებასთან დაკავშირებული დადასტურებებისა და შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტების მომხმარებლისთვის მიწოდების წესსა და პირობებს.

1.2. მიწოდების პოლიტიკა ვრცელდება GASA-ს მეშვეობით შეძენილ მომსახურებებზე, მათ შორის ავიაბილეთებზე, სასტუმროს ჯავშნებზე, ტურისტულ პაკეტებსა და სხვა სამოგზაურო მომსახურებებზე.

1.3. მიწოდების პოლიტიკა წარმოადგენს GASA-ს მომსახურების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და გამოიყენება მათთან და კონკრეტული შეთავაზების პირობებთან ერთობლიობაში.

2. მომსახურების მიწოდების მომენტი

2.1. ჯავშნის საბოლოო დადასტურების შემდეგ GASA მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებულ ელექტრონულ დოკუმენტს ან დადასტურებას.

2.2. მომსახურების სახიდან გამომდინარე, მომხმარებლისთვის გადასაცემი ელექტრონული დოკუმენტი ან დადასტურება შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის:

ავიაბილეთს ან ელექტრონულ ბილეთს;

სასტუმროს ჯავშნის ვაუჩერს ან დადასტურებას;

ტურისტული პაკეტის ვაუჩერს ან დადასტურებას;

სხვა სამოგზაურო მომსახურების შესაბამის დოკუმენტს ან დადასტურებას.

2.3. თუ ჯავშანი საჭიროებს მომსახურების მიმწოდებლის დამატებით დადასტურებას, მათ შორის მოთხოვნის საფუძველზე დასადასტურებელი ჯავშნის (On Request) შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ შეთავაზების დადასტურება ან თანხის გადახდა არ ნიშნავს ჯავშნის საბოლოო დადასტურებას. ასეთ შემთხვევაში ჯავშანი საბოლოოდ დადასტურებულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც GASA მომსახურების მიმწოდებლისგან მიიღებს შესაბამის დადასტურებას და მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნის ჯავშნის საბოლოო დადასტურებას, ვაუჩერს, ბილეთს ან მომსახურების დამადასტურებელ სხვა შესაბამის დოკუმენტს.

3. მომსახურების მიწოდების არხი და წესი

3.1. მომსახურებასთან დაკავშირებული დადასტურება, ბილეთი, ვაუჩერი, ინვოისი და სხვა შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტი, მათ შორის მისი შესწორებული ან განახლებული ვერსია, მომხმარებელს ეგზავნება შეკვეთის განთავსებისას მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

3.2. მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს მომსახურებასთან დაკავშირებული დადასტურებებისა და ელექტრონული დოკუმენტების მიწოდების ოფიციალურ არხს. მომხმარებელი პასუხისმგებელია ელექტრონული ფოსტის მისამართის სისწორეზე, მასზე წვდომასა და მიღებული შეტყობინებების დროულად შემოწმებაზე.

3.3. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს GASA-ს ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილების შესახებ. GASA არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორი ან მოძველებული ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებით ან მისი ცვლილების შესახებ GASA-სთვის ინფორმაციის მიუწოდებლობით გამოწვეულ შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც GASA-მ იცოდა, რომ შესაბამის მისამართზე ინფორმაციის მიწოდება ვერ განხორციელდა.

4. მომსახურების მიწოდების ვადა

4.1. შესაბამისი დადასტურება და ელექტრონული დოკუმენტი მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება ჯავშნის საბოლოო დადასტურების შემდეგ, გონივრულად შესაძლო უმოკლეს ვადაში.

4.2. თუ მომსახურების საბოლოო დადასტურება ან შესაბამისი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მომსახურების მიმწოდებელზე, მიწოდების ვადა შეიძლება დამოკიდებული იყოს მის მიერ დადასტურების ან შესაბამისი დოკუმენტის გაცემის ვადაზე.

4.3. მომსახურების მიწოდება შეიძლება შეფერხდეს მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადასტურების ან შესაბამისი დოკუმენტის გაცემის დაგვიანების, ტექნიკური ან საკომუნიკაციო სისტემების შეფერხების ან GASA-ს კონტროლს მიღმა არსებული სხვა გარემოების გამო.

4.4. მიწოდების შეფერხების შემთხვევაში GASA მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, გონივრულად შესაძლო უმოკლეს ვადაში, მიაწვდის მომხმარებელს GASA-სთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას შესაბამისი მომსახურების ან ჯავშნის სტატუსის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელთან კომუნიკაციის კოორდინაციას.

4.5. მიწოდების შეფერხება თავისთავად არ ნიშნავს შესაბამისი ჯავშნის გაუქმებას. მომსახურების ცვლილების, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების საკითხები რეგულირდება GASA-ს გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკით.

4.6. თუ კონკრეტული მომსახურებისთვის შეთავაზებაში მითითებულია მიწოდების კონკრეტული ვადა, შესაბამის მომსახურებაზე გამოიყენება შეთავაზებაში მითითებული ვადა.

5. მომხმარებლის მიერ დოკუმენტების შემოწმება

5.1. მომხმარებელი ვალდებულია GASA-სგან მომსახურებასთან დაკავშირებული დადასტურების ან ელექტრონული დოკუმენტის მიღებისთანავე გადაამოწმოს მასში მითითებული ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, სახელი და გვარი, მგზავრის ან სხვა მომსახურების მიმღები პირის მონაცემები, მოგზაურობის ან მომსახურების თარიღები, მარშრუტი, რეისის, სასტუმროს ან სხვა განთავსების ობიექტის მონაცემები და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაცია.

5.2. დოკუმენტში შეცდომის, უზუსტობის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს GASA-ს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@gasa.ge ან იმ ელექტრონულ ფოსტაზე, საიდანაც მომხმარებელს შესაბამისი დოკუმენტი გაეგზავნა.

5.3. მომხმარებლის მიერ შეცდომის, უზუსტობის ან შეუსაბამობის შესახებ დაგვიანებით შეტყობინების შემთხვევაში ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესებით. აღნიშნული არ ზღუდავს GASA-ს პასუხისმგებლობას, თუ შეცდომა ან შეუსაბამობა გამოწვეულია GASA-ს მოქმედებით ან უმოქმედობით და ასეთი პასუხისმგებლობის შეზღუდვა ან გამორიცხვა კანონით დაუშვებელია.

6. საბოლოო დებულებები

6.1. თუ კონკრეტულ შეთავაზებაში მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით განსაზღვრულია სპეციალური პირობა, რომელიც განსხვავდება წინამდებარე მიწოდების პოლიტიკით გათვალისწინებული ზოგადი პირობისგან, კონკრეტულ მომსახურებასთან მიმართებით უპირატესობა ენიჭება შეთავაზებაში პირდაპირ და მკაფიოდ მითითებულ სპეციალურ პირობას, იმ პირობით, რომ მომხმარებელს მასთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცა და იგი დაეთანხმა მას შეთავაზების დადასტურებამდე.

6.2. საკითხები, რომლებიც პირდაპირ არ არის მოწესრიგებული წინამდებარე მიწოდების პოლიტიკით, რეგულირდება GASA-ს მომსახურების წესებისა და პირობებით, კონკრეტული შეთავაზების პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

6.3. მომსახურების ცვლილებასთან, გაუქმებასთან და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება GASA-ს გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკით.