თანხის დაბრუნების პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა (შემდგომში — „გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა“) განსაზღვრავს სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (შემდგომში — „GASA“ ან „კომპანია“) მეშვეობით შეძენილი მომსახურების ცვლილების, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესსა და პირობებს.
1.2. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება GASA-ს მეშვეობით შეძენილ მომსახურებებზე, მათ შორის ავიაბილეთებზე, სასტუმროს ჯავშნებზე, ტურისტულ პაკეტებსა და სხვა სამოგზაურო მომსახურებებზე.
1.3. წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს GASA-ს მომსახურების წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს და გამოიყენება მათთან, კონკრეტული შეთავაზების პირობებთან და, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის წესებთან ერთობლიობაში.
1.4. მომსახურების ცვლილების, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობა და პირობები განისაზღვრება კონკრეტული მომსახურების სახის, შეთავაზების პირობებისა და, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესების შესაბამისად.
1.5. თუ კონკრეტულ შეთავაზებაში მომსახურების ცვლილებასთან, გაუქმებასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განსაზღვრულია სპეციალური პირობა, რომელიც განსხვავდება წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული ზოგადი პირობისგან, შესაბამის მომსახურებაზე უპირატესობა ენიჭება შეთავაზებაში პირდაპირ და მკაფიოდ მითითებულ სპეციალურ პირობას, იმ პირობით, რომ მომხმარებელს მასთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცა და იგი დაეთანხმა მას შეთავაზების დადასტურებამდე.
2. ცვლილებისა და გაუქმების მოთხოვნის წესი
2.1. მომხმარებლის მიერ მომსახურების ან ჯავშნის ცვლილების ან გაუქმების მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს GASA-ს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@gasa.ge ან იმ ელექტრონულ ფოსტაზე, საიდანაც მომხმარებელს შესაბამისი დოკუმენტი ან დადასტურება გაეგზავნა.
2.2. ცვლილების ან გაუქმების მოთხოვნაში მომხმარებელმა უნდა მიუთითოს მოთხოვნის დამუშავებისთვის საჭირო ინფორმაცია, მათ შორის შესაბამისი ჯავშნის ან მომსახურების საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოთხოვნილი ცვლილების ან გაუქმების შინაარსი.
2.3. მომხმარებლის მიერ ცვლილების ან გაუქმების მოთხოვნის გაგზავნა თავისთავად არ ნიშნავს მის დაკმაყოფილებას. მოთხოვნის შესრულების შესაძლებლობა და პირობები განისაზღვრება კონკრეტული მომსახურების პირობებისა და, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესების შესაბამისად.
2.4. GASA მოთხოვნის მიღების შემდეგ ამოწმებს მისი შესრულების შესაძლებლობას და მოთხოვნის შედეგებისა და შესაბამისი პირობების შესახებ მომხმარებელს აცნობებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
3. მომსახურების ცვლილება
3.1. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს უკვე დადასტურებული ჯავშნის ან მომსახურების პირობების ცვლილება, თუ შესაბამისი ცვლილება დასაშვებია კონკრეტული მომსახურების პირობებისა და მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესების შესაბამისად.
3.2. ცვლილება შეიძლება შეეხებოდეს, მათ შორის, მგზავრობის თარიღს, მარშრუტს, მგზავრის მონაცემებს, მომსახურების პერიოდს ან სხვა შესაბამის პირობას.
3.3. მოთხოვნილი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა დამოკიდებულია შესაბამისი მომსახურების ხელმისაწვდომობაზე, კონკრეტული ტარიფის ან ჯავშნის პირობებსა და მომსახურების მიმწოდებლის მოქმედ წესებზე.
3.4. ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს დამატებით გადასახდელ თანხასთან, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ ცვლილების საფასურთან, ჯარიმასთან ან/და თავდაპირველ და შეცვლილ მომსახურებას შორის ფასის სხვაობასთან.
3.5. თუ ცვლილებისთვის საჭიროა დამატებითი თანხის გადახდა ან მომსახურების მიმწოდებლის დადასტურება, ცვლილება განხორციელებულად ითვლება შესაბამისი თანხის გადახდისა და, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ცვლილების დადასტურების შემდეგ.
3.6. მომხმარებლის მიერ ცვლილების მოთხოვნა არ უზრუნველყოფს თავდაპირველი მომსახურების პირობების, ფასის ან ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას. შეცვლილი მომსახურების პირობები განისაზღვრება ცვლილების განხორციელებისას არსებული ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი მომსახურების პირობების შესაბამისად.
4. მომსახურების გაუქმება
4.1. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს დადასტურებული ჯავშნის ან მომსახურების გაუქმება წინამდებარე პოლიტიკის მე-2 მუხლით განსაზღვრული წესით.
4.2. მომსახურების გაუქმების პირობები და თანხის დაბრუნების შესაძლებლობა განისაზღვრება კონკრეტული შეთავაზების, შესაბამისი ტარიფისა და, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი პირობების შესაბამისად.
4.3. მომსახურების გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს შეიძლება დაუბრუნდეს გადახდილი თანხა სრულად ან ნაწილობრივ, ან თანხა არ დაექვემდებაროს დაბრუნებას, შესაბამის მომსახურებაზე მოქმედი პირობების მიხედვით.
4.4. დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ჯარიმა, გაუქმების საფასური ან სხვა შესაბამისი ხარჯი.
4.5. თუ მომსახურების გაუქმება საჭიროებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოთხოვნის დამუშავებას ან დადასტურებას, გაუქმება განხორციელებულად ითვლება შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ.
4.6. თუ მომსახურება ან ტარიფი განსაზღვრულია როგორც არადაბრუნებადი (Non-refundable), მომხმარებლის ინიციატივით მისი გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა შესაბამისი მომსახურების პირობებით ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სასტუმროს ჯავშნის გაუქმება და თანხის დაბრუნება
5.1. სასტუმროს ჯავშნის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები განისაზღვრება კონკრეტული შეთავაზებისა და შესაბამისი სასტუმროს ან მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი პირობების შესაბამისად.
5.2. სასტუმროს ჯავშანი შეიძლება იყოს სრულად დაბრუნებადი, ნაწილობრივ დაბრუნებადი ან არადაბრუნებადი (Non-refundable), კონკრეტული ჯავშნის პირობების შესაბამისად.
6. ავიაბილეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება
6.1. ავიაბილეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები განისაზღვრება შესაბამისი ავიაკომპანიის წესებისა და კონკრეტული ტარიფის პირობების შესაბამისად.
6.2. ავიაბილეთი შეიძლება იყოს სრულად დაბრუნებადი, ნაწილობრივ დაბრუნებადი ან არადაბრუნებადი (Non-refundable). თანხის დაბრუნების შემთხვევაში დასაბრუნებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ტარიფის პირობების მიხედვით და შეიძლება შემცირდეს ავიაკომპანიის მიერ განსაზღვრული ჯარიმის, მომსახურების საფასურის ან სხვა შესაბამისი გადასახადის ოდენობით.
6.3. თუ ავიაბილეთი შესაბამისი ტარიფის პირობებით არის არადაბრუნებადი (Non-refundable), მომხმარებლის ინიციატივით მისი გაუქმების შემთხვევაში ბილეთის ღირებულება არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა შესაბამისი ავიაკომპანიის წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. ტურისტული პაკეტებისა და სხვა მომსახურებების გაუქმება და თანხის დაბრუნება
7.1. ტურისტული პაკეტის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები განისაზღვრება კონკრეტული შეთავაზების, პაკეტში შემავალი მომსახურებების პირობებისა და, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლების მოქმედი წესების შესაბამისად.
7.2. ტურისტული პაკეტი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მომსახურებას, მათ შორის ავიაბილეთს, სასტუმროს, ტრანსფერს, ექსკურსიას ან სხვა მომსახურებას. შესაბამისად, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს პაკეტში შემავალი თითოეული მომსახურების მიხედვით.
7.3. თუ ტურისტულ პაკეტში შემავალი რომელიმე მომსახურება არის არადაბრუნებადი (Non-refundable) ან მისი გაუქმება დაკავშირებულია ჯარიმასთან ან სხვა საფასურთან, შესაბამისი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გამოიქვითება მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი თანხიდან.
7.4. სხვა სამოგზაურო მომსახურების, რომელიც ცალკე არ არის მოწესრიგებული წინამდებარე პოლიტიკით, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები განისაზღვრება კონკრეტული შეთავაზებისა და შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესების შესაბამისად.
8. თანხის დაბრუნების წესი და ვადა
8.1. მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხორციელდება იმ შემთხვევაში და იმ ოდენობით, რამდენადაც თანხის დაბრუნება დასაშვებია კონკრეტული შეთავაზების, წინამდებარე პოლიტიკისა და, შესაბამის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი პირობების შესაბამისად.
8.2. მომხმარებლის ინიციატივით მომსახურების გაუქმების შემთხვევაში დასაბრუნებელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება გამოიქვითოს, თუ ეს გათვალისწინებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ დადასტურებული მომსახურების პირობებით:
მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული გაუქმების ჯარიმა ან საფასური;
შესაბამისი ტარიფით ან ჯავშნის პირობებით გათვალისწინებული არადაბრუნებადი თანხა;
ბანკის ან გადახდის მომსახურების პროვაიდერის მიერ ფაქტობრივად დაკისრებული და GASA-სთვის დაუბრუნებელი საკომისიო;
სხვა თანხა, რომლის დაბრუნებასაც არ ითვალისწინებს კონკრეტულ მომსახურებაზე მოქმედი პირობა.
აღნიშნული თანხების გამოქვითვა არ გამოიყენება, თუ თანხის სრულად დაბრუნების ვალდებულება გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან, მომხმარებელთან შეთანხმებული პირობებიდან ან მომსახურების დაუდასტურებლობიდან.
8.3. თანხის დაბრუნების პროცესი იწყება თანხის დაბრუნების საფუძვლის დადასტურებისა და დასაბრუნებელი თანხის საბოლოო ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.
8.4. თანხის დაბრუნების დადასტურების შემთხვევაში GASA შესაბამის თანხას მომხმარებელს უბრუნებს 2–15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ თანხის დაბრუნებისთვის საჭირო არ არის წინამდებარე პოლიტიკის 8.5 პუნქტით გათვალისწინებული მესამე პირის მიერ შესაბამისი მოთხოვნის დამუშავება.
8.5. თუ თანხის დაბრუნება დამოკიდებულია ავიაკომპანიის, სასტუმროს, ტუროპერატორის, სხვა მომსახურების მიმწოდებლის ან ბანკის/გადახდის მომსახურების პროვაიდერის მიერ მოთხოვნის დამუშავებაზე, 8.4 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს შესაბამისი მესამე პირის მიერ მოთხოვნის დამუშავებისთვის საჭირო პერიოდით. GASA აღნიშნული გარემოების შესახებ მომხმარებელს აცნობებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწვდის მისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას თანხის დაბრუნების სტატუსის შესახებ.
8.6. თანხის დაბრუნება ხორციელდება იმავე გადახდის საშუალებით, რომლითაც განხორციელდა შესაბამისი გადახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული შეუძლებელია ტექნიკური, სამართლებრივი ან სხვა ობიექტური მიზეზით ან მომხმარებელი და GASA თანხის დაბრუნების სხვა საშუალებაზე შეთანხმდებიან.
8.7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების საბოლოო დადასტურება ვერ ხერხდება ან ჯავშნის საბოლოო დადასტურებამდე იცვლება მისი ფასი ან სხვა არსებითი პირობა, შეცვლილი პირობებით ჯავშანი განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი მკაფიო თანხმობის საფუძველზე. მომხმარებლის მიერ შეცვლილი პირობების მიუღებლობის ან მომსახურების დაუდასტურებლობის შემთხვევაში მის მიერ გადახდილი თანხა სრულად დაბრუნდება იმავე გადახდის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი და GASA თანხის სხვა მომსახურებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდებიან.
9. No-show და მომსახურების გამოუყენებლობა
9.1. თუ მომხმარებელი არ გამოცხადდება შესაბამისი მომსახურების მისაღებად (No-show), ან საკუთარი გადაწყვეტილებით სრულად ან ნაწილობრივ არ გამოიყენებს უკვე დადასტურებულ მომსახურებას, მომსახურების შემდგომი გამოყენების, ცვლილების, გადაჯავშნის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა განისაზღვრება კონკრეტული მომსახურების, ტარიფისა და შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი პირობების შესაბამისად.
9.2. No-show ან მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობა თავისთავად არ წარმოშობს გადახდილი თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნების უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანხის დაბრუნება გათვალისწინებულია კონკრეტული მომსახურების პირობებით, მომსახურების მიმწოდებლის წესებით ან მოქმედი კანონმდებლობით.
10. მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით ცვლილება ან გაუქმება
10.1. თუ დადასტურებული მომსახურება შეიცვალა ან გაუქმდა ავიაკომპანიის, სასტუმროს, ტუროპერატორის ან სხვა მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უფლებები და ალტერნატივები განისაზღვრება კონკრეტული მომსახურების პირობების, შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.2. შესაბამისი პირობებიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება შეეთავაზოს მომსახურების შეცვლილი პირობებით მიღება, ალტერნატიული მომსახურება ან გადაჯავშნა, კრედიტი ან ვაუჩერი, თანხის სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული სხვა ალტერნატივა.
10.3. თუ GASA მიიღებს ინფორმაციას მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების არსებითი პირობების ცვლილების, მომსახურების გაუქმების ან მისი შესრულების მნიშვნელოვანი შეფერხების შესახებ, GASA აღნიშნულ ინფორმაციას მომხმარებელს გონივრულად შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწვდის მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მომხმარებელსა და შესაბამის მომსახურების მიმწოდებელს შორის პროცესის კოორდინაციას.
10.4. თანხის დაბრუნების შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე პოლიტიკის მე-8 მუხლით განსაზღვრული თანხის დაბრუნების წესი და ვადა.
10.5. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში GASA-ს მიერ მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნების ვალდებულება და პირობები განისაზღვრება კონკრეტულ მომსახურებაზე მოქმედი პირობების, GASA-ს შესაბამის გარიგებაში მონაწილეობის ფორმისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. მომსახურების მიმწოდებლის მიერ თანხის დაბრუნების პროცესის დაგვიანება არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომელთა შეზღუდვა ან გამორიცხვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით.
11. საბოლოო დებულებები
11.1. საკითხები, რომლებიც პირდაპირ არ არის მოწესრიგებული წინამდებარე პოლიტიკით, რეგულირდება GASA-ს მომსახურების წესებისა და პირობებით, კონკრეტული შეთავაზების პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
11.2. წინამდებარე პოლიტიკის არცერთი დებულება არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომელთა შეზღუდვა ან გამორიცხვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით.